LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევები 2018 წელთან შედარებით 41%-ით არის შემცირებული” – ბექა ფერაძე

139
მშენებლობა

“ფატალური შემთხვევები 41%-ით არის შემცირებული 2018 წელთან შედარებით”, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პროგრესი უფრო მეტად დიდ ქალაქებში შეინიშნება.

“სამშენებლო სექტორში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს. ფატალური შემთხვევები 41%-ით არის შემცირებული 2018 წელთან შედარებით.,ანუ მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ზედამხედველობა დაიწყო. ეს არის იმ დაბალანსებული საზედამხედველო პოლიტიკითა და რეგულაციებით განპირობებული, რაც მთავრობამ დააწესა.

"40 საათზე მეტხანს მუშაობის შემთხვევაში, ანაზღაურება უნდა გაიზარდოს" - შრომის ინსპექცია ობიექტების ინსპექტირების შესახებ საუბრობს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა სხვადასხვა სექტორში შრომის უფლებების დარღვევის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ობიექტების ინსპექტირება სხვადასხვა პერიოდულობით მოხდება.

რაც შეეხება დარღვევებს, ისინი ძირითადად სტანდარტულია და უკავშირდება საფრთხეების შეფასებას, ღიობებს, საიდანაც სიმაღლიდან ვარდნა ხდება. ასევე მნიშვნელოვანია სწავლება/ინსტრუქტაჟი, რაც დანერგილი უნდა იყოს. ხშირადაა, როცა რაიმე აქტივობა ფორმალურად არის განხორციელებული სამშენებლო სექტორში, თუმცა გვინდა უფრო სიღრმისეული მიდგომები არსებობდეს. ეს უზრუნველყოფს ფატალური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანას, რომლებიც შემცირდა, მაგრამ სექტორში ჯერ კიდევ არსებობს. ამ მიმართულებით უფრო მეტი პროგრესი გვაქვს დიდ ქალაქებში, ასევე დედაქალაქში, თუმცა წელს დიდი აქცენტი რეგიონებზე გაკეთდება”, – აცხადებს ფერაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები