LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა

101
MOSCOW, RUSSIA - OCTOBER 8, 2020: A medical staff member works at Moscow's City Hospital No 52 repurposed to admit COVID-19 patients. Vladimir Gerdo/TASS

Ðîññèÿ. Ìîñêâà. Ìåäèöèíñêèé ðàáîòíèê â ãîðîäñêîé êëèíè÷åñêîé áîëüíèöå ¹ 52, ïåðåïðîôèëèðîâàííîé äëÿ ïðèåìà ïàöèåíòîâ ñ êîðîíàâèðóñíîé èíôåêöèåé. Âëàäèìèð Ãåðäî/ÒÀÑÑ

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით, 22 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან, თბილისში –  11, აჭარაში – 4, იმერეთში – 6, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 521 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამის შესახებ ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოვლინდა კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 63650-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2348 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 47390-მდე გაიზარდა.

თბილისში 1130 ახალი შემთხვევაა: რა ხდება რეგიონებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები