LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 767 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 43 568 მოქალაქე

44
Untitled design (1)

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 43 568 ადამიანია აცრილი.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვაქცინა გაიკეთა 1 767 მა ადამიანმა.

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

ამ ეტაპზე მიზნობრივი ჯგუფები იცრება როგორც “ასტრაზენეკას”, ასევე “ფაიზერის” ვაქცინით.

27 აპრილიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაცია გაიარონ “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის.

როგორც გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რეგისტრაცია ძალიან აქტიურად დაიწყო და “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტაცია ერთ დღეში 6 700-ზე მეტმა თანამოქალაქემ გაიარა.

მოქმედებს ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 64 000-ზე მეტი მსურველი.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას: დღეს მონაცემები ასე გამოიყურება:

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 1 433 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 160 პაციენტი, გარდაიცვალა 18 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელმა იკლო, თბილისში დაინფიცირდა 904, აჭარაში 146 – განახლებული კოვიდსტატისტიკა

magti 5g