LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 7 699 ადამიანი აიცრა

80
1

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 699 ადამიანი აიცრა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, სულ ჩატარებულია 2 545 490 აცრა, აქედან:

სულ მცირე ერთი დოზით აცრილია 1 296 326 ადამიანი, ვაქცინის ორი დოზა აქვს გაკეთებული 1 165 288 პირს.

რაც შეეხება ბუსტერს – 6 იანვრის მონაცემებით, გამაძლიერებელი, მესამე დოზა გაკეთებული აქვს 79 671 პირს.

ბოლო 24 საათის აცრების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში 3 255 ადამიანი აიცრა.
  • აჭარაში გასულ დღე-ღამეში ვაქცინა გაიკეთა 945-მა პირმა.
  • იმერეთში დღიურად აცრილთა რიცხვი 873-ია.
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში 680 ადამიანი აიცრა.
  • ქვემო ქართლში – 514.
  • კახეთში – 419.
  • შიდა ქართლში – 416.
  • გურიაში – 373.
  • სამცხე-ჯავახეთში – 106.
  • მცხეთა-მთიანეთში – 93.
  • რაჭა-ლეჩხუმში – 25.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g