LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 892 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 31 911 მოქალაქე

57
Untitled design (1)

საქართველოში გუშინ 892 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 31 911 მოქალაქე

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 31 911 ადამიანია აცრილი.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვაქცინა გაიკეთა 892-მა ადამიანმა.

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

იმუნიზაციის პროგრამაში თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომელთაც მოყვა 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა. 5 აპრილიდან კი ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ პირები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანარგილი ადამიანები ჩაერთნენ.

ამ ეტაპზე მიზნობრივი ჯგუფები იცრება როგორც “ასტრაზენეკას”, ასევე ფაიზერის ვაქცინით.

“სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციისთვის ვებპორტალიც აამოქმედა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 46 254 მსურველი.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას: დღეს მონაცემები ასე გამოიყურება:

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 1 310 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

თბილისში დაინფიცირებულთა რიცხვმა იკლო, დადებითობის მაჩვენებელი 5 %-ზე დაბალია – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g