LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: 26 363 აცრა დღეში, ახალი რეკორდი იმუნიზაციის დაწყების დღიდან!

195
Untitled design (3)

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ბოლო 24 საათში, ყველაზე მეტი აცრა ჩატარდა – დღიურად აცრილთა რიცხვი 26 363-ია.

ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ამბობს, რომ ჩვენ კიდე მეტი შეგვიძლია:

“26 363 აცრა დღეში, ახალი რეკორდი იმუნიზაციის დაწყების დღიდან! ჩვენ კიდე მეტი შეგვიძლია”, – წერს კულუმბეგოვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი, ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 625 267 ადამიანი.

რაც შეეხება აცრების სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, სრულად იხილავთ აქ. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები