ალერგოლოგი და იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ტუჩის და სახის აუგმენტაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს.
„E ვიტამინით ტუჩის აუგმენტაცია დაუშვებელია.
მოგვმართეს ქალბატონებმა, რომელთაც ვეტერინარიაში გამოყენებადი პრეპარატით სახის პროცედურები ჩაუტარეს თბილისში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. საშინელებაა, ვერ აგიღწერთ როგორი სახის დეფორმაციის მასშტაბი იყო და როგორი შეშუპება.
თუ მსგავსი პროცედურები ხარისხიანი და შესაბამისი პროცედურებით ჩატარდება მაშინ ალერგიის ალბათობა ძალიან მცირეა“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
