LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის შვიდი სუბიექტი დააჯარიმეს

85
ყტჯტეჯ

შრომის ინსპექციამ სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის შვიდი სუბიექტი დააჯარიმა, ოთხ ფიზიკურ პირს 2 000-ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს – 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის სამმართველოს ცნობით, მათგან ერთ იურიდიულ პირს განმეორებითი სამართალდარღვევა დაუფიქსირდა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, კომენდანტის საათის მოქმედების დროს, ასზე მეტი პირის მონაწილეობით, გასართობი ღონისძიებები და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდებოდა. კლუბის ტიპის გასართობი სივრცის ფუნქციონირებისას ასევე არ იყო დაცული ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესები.

შრომის ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან კოორდინირებულად განაგრძობს საზედამხედველო სამუშაოებს. ინსპექცია აგრძელებს კონტროლს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოქალაქეებს მათი დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს“. – აცხადებენ შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის სამმართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g