LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო 3 წელში CO-თი გარდაცვლილი 8-ვე ადამიანი ნაქირავებ და დაგირავებულ ბინებში ცხოვრობდა – არ შეიძლება გათბობის მიზნით გაზქურის მოხმარება!“ – „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი

133
თბილისი ენერჯი

„მინდა მოვუწოდო ყველა იმ პირს, ვინც აპირებს იქირაოს ან იგირაოს, დარეკეთ ნომერზე 240 40 04 და და მოითხოვეთ გაზის უსაფრთხოების სისტემის შემოწმება“, – განაცხადა გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა.

„კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლეფსვერიძემ ასევე აღნიშნა, რომ შემოწმების მიზნით, ცხელი ხაზით სარგებლობა უფასოა.

მანვე აღნიშნა,ღია წვის კამერიანი დანადგარების გამოყენება მინიმუმამდე დავიდა, თუმცა გამოიკვეთა მეორე უარყოფითი მოვლენა, რაც გამოიწვია, „ისევ და ისევ, ღია წვის კამერიანმა დანადგარებმა და ეს არის გაქირავებული და დაგირავებული ბინები.“

„მოკლე სტატისტიკას გეტყვით, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში CO-თი, ნახშირჟანგით გარდაცვლილი 8 ადამიანიდან ყველა მათგანი იყო ნაქირავებ და დაგირავებულ ბინებში, შესაბამისად, ჩვენი კომპანიის ახალი მიმართულება, ახალი მიზანი არის ყველა დაქირავებული და დაგირავებული ბინის შემოწმება და კონტროლზე აყვანა.

მინდა მოვუწოდო ყველა ბინის მესაკუთრეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბინის გაქირავებას აპირებს ან უკვე აქვს გაქირავებული, ისარგებლეთ ჩვენი ახალი პროექტით, ახალი შეთავაზებით, დარეკეთ ნომერზე 240 40 04, ეს არის ჩვენი კომპანიის ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მოითხოვეთ თქვენ მიერ გაქირავებული ან დაგირავებული ბინის შემოწმება. ეს მომსახურება სრულიად უფასოა.

ჩვენი სპეციალისტები ზარიდან 48 საათის განმავლობაში მივლენ თქვენს საკუთრებაში, შეამოწმებენ ბინას, დაწერენ უსაფრთხოების აქტს.

ამასთან, მინდა მოვუწოდო ყველა იმ პირს, ვინც აპირებს იქირაოს ან იგირაოს, დარეკეთ ნომერზე 240 40 04 და და მოითხოვეთ გაზის უსაფრთხოების სისტემის შემოწმება“, – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა „თბილისი ენერჯის“ მენტორმა, დავით ბალავაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიამ ამ დროისთვის გაზის 250 000-ზე მეტი მომხმარებელი უკვე გადაამოწმა,  საიდანაც დარღვევა დაახლოებით 5%-თან ფიქსირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ციფრი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მანვე აღნიშნა, რომ 12 შემთხვევა მოხდა, საიდანაც 1 შემთხვევა ფატალურად, 11 კი ინტოქსიკაციით დასრულდა. დავით ბალავაძის ცნობით, 12-ვე შემთხვევიდან უმეტესობა ნაქირავებ ბინაში მოხდა.

„ვინაიდან უკვე ზამთრის პერიოდში შევდივართ და აქტიურად იწყება გაზის დანადგარების გამოყენება, რამდენიმე რეკომენდაციას გავცემ მომხმარებლების მიმართა.

ყველა მომხმარებელი აუცილებლად უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ თავის საცხოვრებელში დამონტაჟებული გაზის დანადგარი არ არის ღია წვის კამერის მქონე.

თუ ამას თავად ვერ ხვდება, მაშინ აუცილებლად, ჩვენ უნდა მოგვმართოს ცხელ ხაზზე. ასევე, არაფრით შეიძლება გათბობის მიზნით გაზქურის მოხმარება, ამას ხაზგასმით ვიტყვი, რადგანაც არის შემთხვევები, როდესაც ბინას ქირაობენ და მეპატრონე ზამთარში გათბობის საშუალებად აღნიშნულს სთავაზობს. თუ ასეთ შემთხვევას ნახავს, აუცილებლად მოგვმართოს“. – განაცხადა დავით ბალავაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები