LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს წუთია ვესაუბრე, კარგადაა და მალე ჩამოვა თბილისში“ – უახლესი ინფორმაცია ტრისტან სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: რას ამბობს მსახიობის ახლობელი

1586
ტრისტან სარალიძე

გუშინ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რაც საბედნიეროდ, არ დადასტურდა.

„ფორტუნას“ მსახიობის ახლობელმა, ელისო პაჭკორიამ განუცხადა, რომ ტრისტან სარალიძე თავს კარგად გრძნობს და სამშობლოში მალე დაბრუნდება.

„დღეს, დილას მესენჯერით დავუკავშირდი. კარგადაა და მალე ჩამოვა თბილისში.

[თურქეთში] მორიგ პროცედურას გადის, ეგ არის და ეგ“, – განგვიცხადა მსახიობის ახლობელმა.

მანამდე ელისო პაჭკორიამ პოსტი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა:

„ტრისტან სარალიძე ცოცხალია

ეს წუთია ვესაუბრე,

ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და

ყოველთვის კარგად იქნება.

გრცხვენოდეთ ცრუ და ბოროტებას რომ ავრცელებთ

იხარე ჩემო ძამიკო.

შენს დაბადების დღეს ველოდები

აღდგომასაა უნდა ვიქეიფოთ.

ჰოპლა ჩვენ ცოცხლები ვართ!

შენ უნდა მამკლა

კაცო შენ უნდა მამკლაა?!“, – წერს ელისო პაჭკორია.

ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება. გრცხვენოდეთ…

Posted by Eliso Pachkoria on კვირა, 28 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები