LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა მეორე ადამიანის გაცინებას… ამიტომაც დედამიწას კიდევ ერთი მიზეზი დააკლდა ღიმილისთვის“ – მეგობრები და კოლეგები ტრისტან სარალიძეს ემშვიდობებიან

896
ტრისტან სარალიძე

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს, ტრისტან სარალიძეს, რომელიც 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

ტრისტან სარალიძეს ემშვიდობება რუსთაველის ეროვნული თეატრი, რომლის სცენაზეც მსახიობმა, 1980 წლიდან მოყოლებული, 44 წლის განმავლობაში უამრავი საინტერესო პერსონაჟი განასახიერა.

„უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს!

ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის ეროვნული თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!

Posted by Rustaveli National Theatre • რუსთაველის ეროვნული თეატრი on ორშაბათი, 27 მაისი, 2024

ტრისტან სარალიძეს სიყვარულით იხსენებს რეჟისორი სანდრო ელოშვილი და მის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა…

ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა მეორე ადამიანის გაცინებას… ამიტომაც დედამიწას კიდევ ერთი მიზეზი დააკლდა ღიმილისთვის…

არადა როგორი აუცილებელია ეს ნიჭი, ეს ცოდნა დღეს? როგორ გვჭირდება…

ბოლოს, ისე იყო, კლინიკაში გვითხრეს, სახლში წაიყვანეთო… უკვე სახლის კიბეებზე, შვილებს, გოგას და ლევანჩოს გახედა: ბიჭებო! თქვენს ქორწილში… ვერაფერსაც ვერ ვიზამო, გულით გაგვეცინა! ახლაც, რომ მახსენდება მეღიმება…

რა მაგარია, არა?! შენს მერე რომ ღიმილი რჩება…

შენს გარეშე ნაკლები მიზეზი როა გაღიმების…“ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა… ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა მეორე ადამიანის გაცინებას… ამიტომაც…

Posted by სანდრო ელოშვილი on ორშაბათი, 27 მაისი, 2024

„მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული, ძალიან! წავიდა ჩვენი ძმაკაცი – ტრისტოც! მიყვარხარ და მადლობა!“ – წერს მსახიობი ედმონდ მინაშვილი.

▪️მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული, ძალიან! 💔 წავიდა ჩვენი ძმაკაცი – ტრისტოც! 💔 მიყვარხარ და მადლობა! 💔💔💔

Posted by Edmond Minashvili on კვირა, 26 მაისი, 2024

„კაი რა… ჩემო საყვარელო, ტრისტან…“ – წერს მსახიობი პაატა გულიაშვილი.

კაი რა….. 💔💔💔ჩემო საყვარელო , ტრისტან……..

Posted by Paata Guliashvili on კვირა, 26 მაისი, 2024

„გაფრინდა ანგელოზებთან ჩვენი უკეთილშობილესი ტრისტან სარალიძე.

ნეტავ იქ თეატრი არის? ეს რა გააკეთე, შე უხსენებელო სიკვდილო“, – წერს ტრისტან სარალიძის ოჯახის მეგობარი ელისო პაჭკორია.

გაფრინდა ანგელოზებთან ჩვენი უკეთილშობილესი ტრისტან სარალიძე. ნეტავ იქ თეატრი არის? ეს რა გააკეთე შე უხსენებელო სიკვდილო.

Posted by Eliso Pachkoria on კვირა, 26 მაისი, 2024

ტრისტან სარალიძის შესახებ წერს მსახიობი ქეთი ხიტირიც:

„ტრისტან სარალიძე არა მარტო კარგი მსახიობი, კარგი ადამინი! მშვიდობით, მადლობა“.

ტრისტან სარალიძე არამარტო კარგი მსახიობი კარგი ადამინი ! მშვიდობით ❤️მადლობა

Posted by Keti Khitiri on ორშაბათი, 27 მაისი, 2024

„მისი ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით საყოველთაო სიყვარულის მოპოვება შეძლო“ – პრემიერი ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ცნობისათვის, ტრისტან სარალიძე იყო რუსთავის თეატრის მსახიობი, მონაწილეობდა თავისუფალი თეატრის სპექტაკლში, 1980 წლიდან კი იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, სადაც 20-ზე მეტ სპექტაკლში განასახიერა საინტერესო გმირი.

მონაწილეობს თემურ ბაბლუანის 1980 წელს გადაღებულ ფილმში „ბეღურების გადაფრენა“, გამორჩეული კინოგმირი კი ასევე 1980 წელს, გიორგი შენგელიას მუსიკალურ კომედიაში შექმნა – მეველე „გივილო“ დღემდე, მრავალი თაობის მაყურებლის საყვარელი პერსონაჟია.

„სიყვარული ყველას უნდა“ რომ გამოვიდა, ისეთი პოპულარული ვიყავი, ქუჩაში ვერ დავდიოდი – ტრისტან სარალიძე

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები