LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცარი მეგობარი იყო.. 40 წელზე მეტია, რაც რუსთაველის თეატრის კედლებში ერთად მოვდივართ.. აღფრთოვანებული დავრჩი მისი ამ შესრულებით“ – როგორ იხსენებს მარინა კახიანი ტრისტან სარალიძეს

508
მარინა კახიანი

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს, ტრისტან სარალიძეს, რომელიც 27 მაისს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეგობრები და კოლეგები ემოციებითა და სიყვარულით იხსენებენ.

ვიდეო: „ფრთამოტეხილი ვარ.. მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ტრისტანი აღარ არის, ძალიან მიჭირდა ხოლმე და ისე ამომდგომია გვერდში…“ – ბესო ბარათაშვილი ტრისტან სარალიძეს ემშვიდობება

მას მეგობრები, კოლეგები და რიგითი მაყურებლები დიდი სიყვარულით იხსენებენ და ემოციურად ემშვიდობებიან.

ტრისტან სარალიძის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა მისმა კოლეგამ, მსახიობმა მარინა კახიანმაც და აღნიშნა, რომ რუსთაველის თეატრის სცენაზე, სადაც ორივე მსახიობმა 40 წელზე მეტი გაატარა, ერთმანეთს პარტნიორობა არაერთხელ გაუწიეს:

„40 წელზე მეტია, რუსთაველის თეატრის კედლებში ერთად მოვდივართ, ბევრ სპექტაკლში ვიყავით ერთად, ის იყო მართლაც განსაკუთრებული მსახიობი, თავისი თვითმყოფადობით, საოცარი იუმორით, ნიჭით, რომელიც გადმოდიოდა სცენიდან თუ ეკრანიდან.

საბედნიეროდ, არა მხოლოდ ამ სცენაზე, არამედ კინოშიც არაერთხელ მქონდა საშუალება, რომ მისი პარტნიორი ვყოფილიყავი. საოცარი მეგობარი იყო.

არ შემიძლია მისი ფილმებიდან არ ვახსენო ელდარ შენგელაიას „ჩიტები“, რომელშიც მან ბრწყინვალედ შეასრულა ხანდაზმული ქართველი, სოფელში მცხოვრები ადამიანის როლი, ისეთი სიღრმე და სითბო მოიტანა, აღფრთოვანებული დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ ტრისტანი უამრავ სპექტაკლსა და ფილმში მყავდა ნანახი“, – ამბობს მარინა კახიანი.

„ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა მეორე ადამიანის გაცინებას… ამიტომაც დედამიწას კიდევ ერთი მიზეზი დააკლდა ღიმილისთვის“ – მეგობრები და კოლეგები ტრისტან სარალიძეს ემშვიდობებიან

ცნობისათვის, ტრისტან სარალიძე იყო რუსთავის თეატრის მსახიობი, მონაწილეობდა თავისუფალი თეატრის სპექტაკლში, 1980 წლიდან კი იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, სადაც 20-ზე მეტ სპექტაკლში განასახიერა საინტერესო გმირი.

მონაწილეობს თემურ ბაბლუანის 1980 წელს გადაღებულ ფილმში „ბეღურების გადაფრენა“, გამორჩეული კინოგმირი კი ასევე 1980 წელს, გიორგი შენგელიას მუსიკალურ კომედიაში შექმნა – მეველე „გივილო“ დღემდე, მრავალი თაობის მაყურებლის საყვარელი პერსონაჟია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები