LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 55 წლის განმავლობაში პირველად ფიზიკის დარგში ნობელის პრემია ქალმა მიიღო

79

ბოლო 55 წლის განმავლობაში შვედეთის აკადემიამ წელს პირველად გასცა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში ქალ მეცნიერზე – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს ჯილდო 1903 წელს მარი კურიმ და 1963 წელს მარია გოეპოერტ-მეიერმა მიიღეს. კანადელი მეცნიერი დონა სტრიკლენდი მხოლოდ და მხოლოდ მესამე ქალია, რომელმაც ფიზიკის დარგში პრემია მიიღო.

დონა სტრიკლენდმა წელს ეს ჯილდო ართურ ასკინთან და ჯერარდ მოროსთან გაიყო.

ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის (Cern) სემინარის დროს პროფესორმა ალესანდრო სტრუმიამ განაცხადა, რომ „ფიზიკა და გამოგონებები კაცებმა შექმნეს და მოწვევით აქ არავინ მოსულა“. მისი გამოსვლის შემდეგ, ფიზიკის დარგში მომუშავე ქალებმა განაცხადეს, რომ „ძალიან შეურაცხყოფილები“ არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g