მადრიდის ”რეალმა” 2009 წლიდან მოყოლებული ტრანსფერებში 200 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე ”ბარსელონამ”. თუმცა კატალონიელები ბოლო სამი წელია უფრო მეტს ხარჯავენ.
Soccerex Transfer Review-ის კვლევის თანახმად, ”რეალმა” ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ახალი ფეხბურთელების შესაძენად 847 მლნ ევრო გაიღო, ”ბარსამ” – 647.
ბოლო დროს ტენდეცია იცვლება – ”ბარსელონამ” ბოლო სამი წელია 92 მილიონით მეტი დახარჯა – 331 მილიონი 239-ის მილიონის წინააღმდეგ.
ამ ზაფხულს კატალონიელებმა ექვსი ფეხბურთელი იყიდეს 123 მილიონად, მადრიდელებმა კი ალვარო მორატა გამოისყიდეს 30 მილიონად.
გარდა ამისა, ”რეალმა” თავისი აღზრდილები 34,5 მილიონად გაასხვისა, ”ბარსელონამ” – 13 მილიონად.