LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო დროს, სარკეში რომ ვიყურებოდი, ვფიქრობდი: “ეს გოგო სხვაა… რამე უნდა შევიცვალო” – ნეკა დოროყაშვილი შვილსა და სამომავლო გეგმებზე

480
ფორტუნა (93)

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მოდელი ნეკა დოროყაშვილი ოჯახური დავის მომსწრე რამდენიმე თვის წინ მთელი საქართველო გახდა. ყოფილი ცოლ-ქმრის სასამართლო პროცესებს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა, რაც, საბოლოოდ, ბასილაშვილის გამართლებით დასრულდა.

რადიო „ფორტუნამ“ მოამზადა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ გრძელდება ნეკა დოროყაშვილის ცხოვრება, როგორია მისი გეგმები და მიზნები.

„თავისუფალ დროს ყოველთვის სახლში, ლუკასთან ერთად ვატარებ და ვერთობით. ლუკასს ძალიან უყვარს სიმშვიდე, ბუნება… მშვიდობის მტრედია. ლუკასი არის ჩემთვის ძალიან დიდი საყრდენი, იმიტომ, რომ არის პატარა მამაკაცი.

ბოლო დროს, სარკეში რომ ვიყურებოდი, ვფიქრობდი: “ეს გოგო სხვაა… რამე უნდა შევიცვალო”. ხან პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას ვფიქრობდი, სანამ არ მივხვდი, რომ ეს თმა არ იყო ჩემი. ბოლოს კარე 6 წლის ასაკში მქონდა და ახლა გადავწყვიტე შეჭრა. თითქოს, ახალი ნეკა დაიბადა.

ჩემ შესახებ საზოგადოებამ, ფაქტობრივად, არაფერი იცის. რეალურ მე-ს არ იცნობენ, ბევრი გატაცება და ჰობი მაქვს. არასდროს ვჩერდები. ყველა ძლიერი ქალის უკან არის ძალიან რთული წარსული. არასდროსაა გვიანი, აღმოაჩინო საკუთარი თავი. მე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა ჩოგბურთი, აღმოვაჩინე, რომ ეს სპორტი ჩემია და ძალიან მეხმარება.” – ამბობს ნეკა დოროყაშვილი „ფორტუნასთან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები