თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მტკვარში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძებენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდნენ.
ვიდეო: „ერთი წყალმა წაიღო, ვერ მოასწრეს ამოყვანა“ – რას აცხადებენ ადგილზე მყოფები მტკვრის სანაპიროსთან მომხდარი ავარიის შესახებ
ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.
მათივე ინფორმაციით, მანქანაში თავდაპირველად 4 პირი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 1 პირის გამოყვანა შეძლეს.
„ვისაც ეძებენ, სამივე 20-დან 25 წლამდე ასაკის არიან. ორი გადმოხტა და ერთის გადარჩენა შეძლეს, მეორე წყალმა წაიღო”, – აღნიშნავენ თვითმხილველები.
შსს: „იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე“ – მაშველები ამ დრომდე ეძებენ 3 ადამიანს, რომლებიც ავტომობილით ღამით მტკვარში გადავარდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება.
მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.