2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის 18 864 მოქალაქის ქონება დარეგისტრირდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ქონება რუსეთის 3319-მა მოქალაქემ შეიძინა, საიდანაც 969 თბილისშია რეგისტრირებული. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, მითითებული პერიოდისთვის რუსეთის ფედერაციის 2407 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2594 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, გასული წლების მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში რუსეთის 3496 მოქალაქის უძრავი ქონება დარეგისტრირდა,
2020 წელს – 2184;
2019 წელს – 4175;
2018 წელს – 2503,
ხოლო 2017 წელს – 2735.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართზე (ბინა, ფართი) რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგია:
2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საკადასტრო კოდის რაოდენობა 2900 იყო, მესაკუთრის რაოდენობა – 2681;
2021 წელს – საკადასტრო კოდის რაოდენობა 2341, მესაკუთრის რაოდენობა – 2092;
2020 წელს – საკადასტრო კოდის რაოდენობა 1044, მესაკუთრის რაოდენობა – 878;
2019 წელს – საკადასტრო კოდის რაოდენობა 2486; მესაკუთრის რაოდენობა 2231;
2018 წელს – საკადასტრო კოდის რაოდენობა – 2020, მესაკუთრის რაოდენობა – 1837;
ხოლო 2017 წელს – საკადასტრო კოდის რაოდენობა 1560 იყო, ხოლო მესაკუთრის რაოდენობა 1423.
რაც შეეხება თბილისის სარეგისტრაციო ზონაში რეგისტრირებულ ქონებაზე რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას წლების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 1079 პირზე გაიცა საკუთრების ნებართვა;
2021 წელს 745 პირზე,
2020 წელს – 380-ზე,
2019 წელს – 998-ზე,
2018 წელს – 1011-ზე,
ხოლო 2017 წელს – 898-ზე.