LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე უკვე ორჯერ გაჟღერდა პუტინის მხრიდან საქართველო ნეგატიურ კონტექსტში.. არ არის გამორიცხული, რომ პროვოკაციებს გეგმავდეს“ – ანდრო გოცირიძე

164
6231d9a97b367

ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში, რომელსაც რუსეთი „ტერორისტული აქტის” კვალიფიკაციას აძლევს რუსული უშიშროების ბრალდებით ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა. რას ნიშნავს რუსეთის ბრალდება საქართველოსთვის – ამ თემაზე უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

რუსული უშიშროება: ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა

დარახველიძე რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებზე: საქართველოს ამ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს

„ეს ძალიან ჰგავს რუსეთის ტერორისტულ აქტებს შემდგომი თავისი ძალადობრივი კონსოლიდაციისთვის. გვახსოვს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და სხვა ქალაქებში, ჩეჩნეთის ომის წინ, თავად პუტინის მიერ განხორციელებული არაადამიანური აქტები, რასაც ათასობით საკუთარი მოქალაქის დაზიანება და დაღუპვა მოყვა.

რუსეთი ცდილობს უკრაინაში მიმდინარე ომი გარკვეულწილად ანტიტერორისტულ სპეცოპერაციად გაასაღოს. ცდილობს ანტიტერორისტული იარლიყის მიწებებას გაუმართლებელი ომისთვის. თავისსავე შექმნილ მასალებს აგროვებს, რომ შემდგომ რაიმე ფორმით შეძლოს გამართლება იმის, რასაც აწარმოებს უკრაინაში მშვიდობიანი კვარტალების, სამოქალაქო მოსახლეობის განადგურებით და ამას აკეთებს ერთადერთი მიზნით – ვიღაც მასთან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და შედეგი იყოს პუტინისთვის რაღაც გამარჯვება, ხელჩასაჭიდი, რაღაც ტერიტორიის მიერთება და გაამართლოს ის ათიათასობით მსხვერპლი, რომელიც საკუთარ მოსახლეობაში აქვს“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

მისი შეფასებით, თავისთავად ცხადია, რომ ეს ფაქტი საქართველოსთვის ყურადსაღები და შეშფოთების საგანია.

„ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე უკვე ორჯერ გაიჟღერა საქართველომ ნეგატიურ კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავდეს“ – აცხადებს უსაფრთხოების ექსპერტი.

როგორც ანდრო გოცირიძე აღნიშნავს, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო კონფრონტაცია რესურსად დაუჯდება, ვინაიდან უკრაინაში აქვს სერიოზული პრობლემები, ამიტომ უსაფრთხოების ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსეთი არ აპირებს დაშოშმინების პოლიტიკას, ის თავის გენერალურ ხაზს მიჰყვება.

„ყველანაირი ხელწერით და ნებისმიერი გამოცდილებით ეს სპეცოპერაცია რუსეთის დადგმული და განხორციელებულია. უკრაინასთან რუსეთი ინგრევა, შესაძლოა ამ ნგრევის შესაჩერებლად წამოიწყოს ეს მცირე ღონისძიებები, რომელიც საკუთარი მოსახლეობის თვალში გამარჯვებულის იმიჯს შეუქმნის. ის, რაც ვერ მოახერხა უკრაინაში, შეიძლება პროვოკაციებით მოახერხოს საქართველოში“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

როგორც უსაფრთხოების ექსპერტი განმარტავს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სწორი და სტრატეგიული სვლა იქნება გაძლიერდეს სამოქალაქო თავდაცვის მზადყოფნა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია შესაძლო კრიზისულ ვითარებაში სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

კახა კალაძე ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირზე – „ეს არის სრული სისულელე.. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ“

„უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო თავდაცვის მზადყოფნა, მათ შორის ნებისმიერი რისკებისთვის, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია, კონსულტაციები, იმისთვის, რომ შესაძლო კრიზისულ ვითარებაში გვქონდეს სათანადო, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერა”, – განაცხადა უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ.

„გააზრება სჭირდება, ნუ ინერვიულებთ, იყავით მშვიდად.. “ – გაიარა თუ არა სატვირთო ავტომობილმა საქართველოს საზღვარი და რას პასუხობს უმრავლესობა რუსეთის უშიშროების სამსახურის ბრალდებას

პოპულარულები