19 წლის ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გიორგი მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
„გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა“: ადვოკატი
“ვუყურებ ამდენი ხალხის გვერდში დგომას სრულიად უცხო ხალხი მწერს მამხნევებს განიცდის რისთვისაც მადლობელი ვარ და დიდი შვება არის, გიოს უცნობ ნაწერებს ვნახულობ ვინც გიოს იცნობდა იცის ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა და პატივისცემა ერთმანეთისადმი, ვუყურებ ყველას ნაწერებს, მონაყოლებს ვისმენ, ვიდეოებს ვნახულობ, კიდევ ახლიდან გავიცანი, ბოლომდე მისი გაცნობა შეუძლებელია იმდენად განსხვავებულია და იმდენად დიდი სიყვარული, სიკეთე, სითბო დაგვიტოვა. ახლიდან შემაყვარა თავი. არ ვიცი ამ გრძნობას რა ქვია, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. მინდა უსასრულოდ ვისაუბრო ამ საოცარ ვარსკვლავ ბიჭუნაზე. მიხარია და ამაყი ვარ, რომ შენ ჩემი ძმა გქვია უფალს ებარებოდე მიყვარხარ!” – წერს გიორგი მამუჩაშვილი.
შეგახსენებთ, ახლაგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.