LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას – აქ ვიქნებით და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

151
რესპუბლიკური კლინიკის ექიმები

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება ექიმები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

ისინი კლინიკის რეორგანიზაციისა და შენობის დანგრევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. მედიკოსები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ საავადმყოფოს თანამშრომლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ექიმებს სურვილი აქვთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ, რათა პროტესტის მიზეზი დეტალურად გააცნონ.

„4 წელი ქვეყანას არ სჭირდება ეს საავადმყოფო?! ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების აქცია კლინიკის შენობასთან

„შეხვედრა მამუკა მდინარაძესთან გვქონდა. წარმოვადგინეთ არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული ბრძანება და 15 მარტს კლინიკა აღარ დაიკეტოს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და მზაობა, რომ ისევ გვექნება შეხვედრა ბატონ მამუკასთან და ასევე, სურვილი გვაქვს, შევხვდეთ ბატონ ირაკლი კობახიძეს. მაგრამ პარალელურად, ვინაიდან, ეს ბრძანება შეჩერებული არ არის, ჩვენი პროტესტი გრძელდება.

„რესპუბლიკური საავადმყოფოში რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება“ – ჯანდაცვის სამინისტრო

ამ კვირაში, ადამიანების გარკვეული ჯგუფი გეგმავს უკიდურეს პროტესტს, კერძოდ, შიმშილობის დაწყებას. ჩვენ ამ კლინიკისთვის ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. აქ ვიქნებით და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ“, – განაცხადა მედიასთან, ექიმმა გივი პისარევმა.

ინფორმაციისთვის, 11 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყეს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი: რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს საკომპენსაციო პაკეტები და მოცულობა გავაცანით – არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე აქვთ

მათივე ცნობით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად, გრძელდება კლინიკის შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკნის თანახმად, ავარიულია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g