LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაწყვეტილებას მივიღებთ სახელმწიფოს სასარგებლოდ. ექიმებს ღვაწლი უნდა დავუფასოთ“ – მამუკა მდინარაძის თქმით, პრემიერი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხვალაც შეხვდება

156
მამუკა მდინარაძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა ხვალაც გაიმართება. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის თქმით, ხვალინდელ შეხვედრას, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილიც დაესწრება.

ჯანდაცვის სამინისტრო: „რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია – თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი კი, ნებისმიერი სახის კონსულტაციაზე უარს აცხადებს“

„ყველაზე მთავარი და ცენტრალური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა არგუმენტები აქვს ერთსა და მეორე მხარეს. ჩვენ ყველა არგუმენტი დეტალურად გავიარეთ, გვქონდა კითხვებიც. ყველა საკითხთან დაკავშირებით, ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მივიღეთ. პრემიერ-მინისტრმაც, არგუმენტების სახით, ყველაფერი მოისმინა. ვიფიქრეთ, რომ ჩვენ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ არ წავსულიყავით. პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და მეორე მხარის ინფორმაციაც მოვისმინოთ, ამიტომ ხვალ, 4 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება. ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვიძლია რაიმე გადაწყვეტილებისკენ წავიდეთ. უნდა ჩავთვალოთ, რომ დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან ამდენი ინფორმაცია მივიღეთ. ყველაფრის შეჯერების საფუძველზე, რაციონალური გადაწყვეტილებისკენ ვივლით.

ერთია პროტესტი, რომლის უფლებაც, რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველი არ არსებობს. ამას თვითონაც აღნიშნავენ და დიდი მადლობა ექიმებს ამ სწორი დამოკიდებულებისთვის. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიზეზი არა პროტესტი, არამედ არგუმენტების სიმყარე იქნება. გადაწყვეტილებას მივიღებთ სახელმწიფოს სასარგებლოდ და ასევე იმისთვის, რომ ექიმებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მათი ღვაწლი დავუფასოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„რესპუბლიკური საავადმყოფოში რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება“ – ჯანდაცვის სამინისტრო

„ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას – აქ ვიქნებით და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

„4 წელი ქვეყანას არ სჭირდება ეს საავადმყოფო?! ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების აქცია კლინიკის შენობასთან