ჯენიფერ ლოპესი ლოს-ანჯელესში, ყოველდღიური საქმეების შესრულების დროს დააფიქსირეს. მომღერალი და მსახიობი საზოგადოებაში თავის თინეიჯერ შვილთან, 18 წლის ემმასთან ერთად იყო წარმოდგენილი.
56 წლის ვარსკვლავს კომფორტული და ამავდროულად ელეგანტური „ლუქი“ ამშვენებდა. ეს გახლდათ ლურჯი პერანგი, მაღალწელიანი ჯინსის შარვალი და მუქი კრემისფერი პიჯაკი. რაც შეეხება ემმას, მას როგორც ყოველთვის თავისუფალი სტილის სამოსი ეცვა.
დედა-შვილის გამოჩენამ კვლავ მედიის ყურადღება მიიპყრო და სოციალურ ქსელებში გამოხმაურებებიც გამოიწვია. საზოგადოება ჯეი ლოს კვლავ ქალიშვილის ჩაცმულობისა და სტილის გამო აკრიტიკებს.
„თავად კი დადის გამოწკეპილი…“, „დროა ქალიშვილს მიხედოს“, „ბოლოს და ბოლოს ბიჭია თუ გოგო?!“
ჯეი ლოს ვარდისფერი შობა – 56 წლის ვარსკვლავი წვეულებიდან შთამბეჭდავ კადრებს აზიარებს