“ქართული ოცნების” წევრი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს დასავლეთისთვის პარტნიორობაზე უარი არასდროს უთქვამს და ეს ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა.
ამის შესახებ ბოლქვაძემ მუზეუმში მისვლის დროს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მორიგ კითხვაზე, ნანობს თუ არა ის “ქართული ოცნების” წევრობას, ბოლქვაძე პასუხობს, რომ – არასდროს:
“ჩვენ დასავლეთისთვის უარი არ გვითქვამს, ეს თქვენი ინტერპრეტაციაა”, – აღნიშნა ბოლქვაძემ კითხვის საპასუხოდ – “რატომ უთხრეს დასავლეთს უარი”.