ჯონ ბონ ჯოვის პოპულარობა მოენატრა და ახალი, რიგით მე-14 სტუდიური ალბომის This House Is Not for Sale გამოსვლა დააანონსა. პირველი სინგლი, რომელმაც მთელ ალბომს მისცა სახელი, მომღერალმა უკვე გამოუშვა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად.
ახალი ალბომის შეძენის შესაძლებლობა ბონ ჯოვის თაყვანისმცემლებს ოქტომბრის თვიდან ექნებათ. შეგახსენებთ, რომ This House Is Not for Sale მუსიკოსისთვის პირველი ნამუშევარია სამწლიანი პაუზის შემდეგ.