LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორბალო“ – დაზოგეთ დრო, თანხა და ნერვები!

765
ბორბალო

2022 წლის ოქტომბრიდან, ჯარიმების დროულად გადახდის შესახსენებლად და გადახდის გასამარტივებლად იმ მძღოლებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადააგილდებიან, აპლიკაცია „ბორბალო„ ამოქმედდა.

„ბორბალოში“ მანქანის დასამატებლად საჭიროა სამი მონაცემი: სახელმწიფო ნომერი, პირადობის ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი, რომელზედაც მანქანაა რეგისტრირებული და ტექპასპორტის ნომერი.

„ბორბალოში“ პირველი მანქანის დამატებიდან ერთი თვე უფასოა, შემდეგ კი თვეში მხოლოდ 1 ლარი.

ბორბალო“ ხელმისაწვდომია iOS-ისა და Android-ის მოწყობილობებისთვის.

„ბორბალოს“ შემქმნელი კობა ჟღენტი, რომელიც ამჟამად ცოდნას ბოსტონის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით იღრმავებს, „ფორტუნას“ აპლიკაციის ახალი ფუნქციების შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად უზიარებს:

– მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მომხმარებელმა „ბორბალო“ სკეპტიკურად მიიღო და განვითარების პროცესშიც არაერთი დაბრკოლება შეგვხვდა, ვფიქრობ, აპლიკაციამ გაამართლა. „ბორბალო“ ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს ბაზარზე და უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი ფუნქციების შესახებ.

„ბორბალოს“ მთავარი დანიშნულება ჯარიმების შეხსენებაა. ეს ფუნქცია აპლიკაციის მომხმარებელს ჯარიმის დროულად გადახდის, შესაბამისად, ჯარიმის გადაუხდელობაზე საურავის თავიდან აცილების, ანუ დიდი თანხის დაზოგვის შესაძლებლობას ანიჭებს  

დაწყების დღიდან დღემდე „ბორბალოში“ 120 000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, მომხმარებლების 80% თბილისზე მოდის.

ვცდილობთ, აპლიკაციას ახალი ფუნქციები ხშირად დავამატოთ, მომხმარებელს ჯარიმის მიღმაც რომ ჰქონდეს აპლიკაციაში შესვლის სურვილი. ამიტომაცაა, რომ „ბორბალოს“ გამოსვლიდან დღემდე, დაახლოებით, 50 განახლება გაკეთდა. ერთ-ერთი პირველი იყო, მაგალითად, საწვავის ფასების დამდგენი ფუნქცია. მომხმარებელი მისთვის სასურველი საწვავის ტიპის არჩევის შემდეგ საწვავის ღირებულებას ბენზინგასამართი სადგურების მიხედვით ნახულობს. ეს ინფორმაცია მიუკერძოებელია და ყოველდღიურად ახლდება. „ბორბალოში“ ასევე შესაძლებელია პარკირების საშვების შეძენა. მაგალითად, თუ ბათუმში ჩახვალთ, ბათუმის პარკირების საშვი შეგიძლიათ იყიდოთ და ამ ქალაქში მანქანა წესების დარღვევის გარეშე გააჩეროთ. აპლიკაცია მომხმარებელს ასევე ახსენებს, როდის უწვეს მანქანას სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გავლა. „ბორბალოს“ ასევე აქვს შეტყობინების ფუნქცია თბილისელი მომხმარებლებისთვის იმ შემთხვევისთვის, თუ მანქანა საჯარიმო სადგომზე გადასაყვანად მოინიშნება. აპლიკაცია გაფრთხილებთ, რომ სანამ დრო გაქვთ, სანამ ევაკუატორი ავტომობილის წასაყვანად მოვა, ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოთ.

რა თქმა უნდა, მომხმარებლების შენიშვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ძირითად პრობლემად აპლიკაციის გამოყენებაზე გადასახადი რჩება, თუმცა უკვე ვმუშაობთ მის უფასო ვერსიაზე. ასევე გავიხსენებ, ადრე აპლიკაციაში ჩაშენებული გვქონდა ზონალური პარკირების ფუნქცია და ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემოგვთავაზა, რომ პარკირების მიმდინარეობისას ტელეფონის გარე ეკრანზე პარკირების წამმზომი გამოსულიყო, რათა მომხმარებელს გათიშვა არ დავიწყებოდა. თხოვნა გავითვალისწინეთ და ეს ფუნქცია დავამატეთ. ასევე ზონალური პარკირებისთვის შესაძლებელი გავხადეთ, საკუთართან ერთად სხვა მანქანის პარკირების გადახდა.

ვფიქრობ, „ბორბალოს“ დიდი მომავალი აქვს, კიდევ ბევრ ახალ და საინტერესო ფუნქციას დავამატებთ. ერთ-ერთი, შემიძლია თქვენთვის ვთქვა პირველად, რომ რადარის ფუნქცია იქნება, ჩვენ მას თანამგზავრს ვეძახით. მისი მეშვეობით აპლიკაცია ქალაქში მოძრაობისას შეგატყობინებთ, არის თუ არა მოძრაობის მიმართულებით საცობი ან კამერა, რომელმაც შეიძლება დაგაჯარიმოთ, ამიტომ ფრთხილად გავლისკენ მოგიწოდებთ. ეს არის ის, რაც უახლოეს მომავალში საქართველოს ფარგლებში განხორციელდება. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთაც გვსურს გაფართოება, ამისთვის აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, ესპანეთსა და ლატვიაში. მთავარი გამოწვევა უცხოეთში, ისევე, როგორც საქართველოში, პროცესების ლეგალურად დალაგებაა.

ამჟამად მთელი ჩვენი ენერგია ბორბალოს გაუმჯობესებისკენაა მიმართული, თუმცა ახალ პროექტებზეც ვფიქრობთ და ძველებისთვისაც გვინდა ხელის შევლება. მაგალითად, ვცდილობთ განვაახლოთ რამდენიმე წლის წინ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ აპლიკაცია, რომლითაც წელიწადში 150 000 მოსწავლე სარგებლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g