LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორდოში ქართული ღვინის წარდგენის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

114
12

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციას ისახავს, ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში „Cité du Vin“, ღვინის ეროვნული სააგენტოს უშუალო ორგანიზებითა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოს მხარდაჭერით ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა: ქართული ღვინის პროფესიულ დეგუსტაციას, რომელსაც ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრის სომელიე გაუძღვა და საზეიმო ვახშამს სტუმრებისთვის, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი, საფრანგეთის სარაგბო ფედერაციის, ფიჯის სარაგბო გაერთიანების, საქართველოს რაგბის კავშირის, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს  და საკონსულოს წარმომადგენლები, ასევე, ქართველი ვეტერანი მორაგბეები, რომლებიც სხვადასხვა დროს საფრანგეთის კლუბებში თამაშობდნენ. საზეიმო ვახშამს საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  გოჩა ჯავახიშვილი უძღვებოდა.

 

პოპულალურები