LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელი: „არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია – კომიტეტს ვთხოვე, საქართველოში არსებული ვითარების განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს“

155
ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვითარების განსახილველად დღეს უსაფრთხოებისა და პოლიტიკის კომიტეტი შეიკრიბება.

ბორელი ასევე უერთდება მოწოდებას, ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება, რათა დარღვევები აღმოიფხვრეს სწრაფად და დამოუკიდებლად.

„26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.

„ევროკავშირმა ეს არჩევნები არ უნდა აღიაროს“ – მიხაილ როთი

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.

გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.

მილერი: „მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩაატაროს, ჩვენ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გავდივართ, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი“

„შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით.“

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე.

საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს.

მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან”, – აცხადებს ბორელი.

დმიტრი პესკოვი: „ჩვენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის არც უფლება, არც სურვილი და არც განზრახვა გვაქვს – აშშ-დან და ევროკავშირიდან საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებენ, ეს ამაზრზენი გამოვლინებებია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g