LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილერი: „მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩაატაროს, ჩვენ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გავდივართ, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი“

169
მეთიუ მილერი

„გსურს გამოძიება. ჩემს განცხადებაში მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩაატაროს, ჩვენ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გავდივართ, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგში განაცხადა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ვრცლად ისაუბრა.

მილერმა განცხადება არჩევნების შეფასებით დაიწყო და თქვა, რომ „შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით.“

„ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ“ – ენტონი ბლინკენი საქართველოს არჩევნებზე

„ამან ხელი შეუწყო უთანასწორო გარემოს, რაც ძირს უთხრის ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობასა და სამართლიანი შედეგის შესაძლებლობას“, – განაცხადა მეთუ მილერმა.

მისი თქმით, აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულ გამოძიებაზე.

„ჩვენ შევუერთდით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულყოფილად გამოძიებაზე და მოვუწოდებთ [ხელისუფლებას], პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებას“, – აღნიშნა მან.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომელიც ავტორიტარულად ცდილობს ხელში ჩაიგდოს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა“

წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი [„რესპუბლიკური პარტია“] ჯო უილსონი და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, თუმცა ეს არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული:

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვსურს გამოძიება. ჩემს განცხადებაში მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც უნდა ჩაატაროს გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი“, – განაცხადა მილერმა.

კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს

მანვე აღნიშნა, რომ წელს საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, დაჰბრუნებოდა ევროატლანტიკურ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსალოდნელი „შედეგები“ არ გამორიცხა:

„ჩვენ, წელს, მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ანტიდემოკრატიულ ქმედებები და დაჰბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას. თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება, შედეგებს არ გამოვრიცხავთ“, – თქვა მან.

მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, რაც „ამჟამინდელი მმართველი პარტიის [„ქართული ოცნების„] მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუციითაც არის გათვალისწინებული.

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს – შვედი მინისტრი

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, განიხილონ ის ურთიერთობა, რაც სურთ ევროპის საზოგადოებასთან, ვიდრე გაამკაცრონ ავტორიტარების მიერ შექებული პოლიტიკა.

საქართველოს მთავრობას შეუძლია, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ ტრაექტორიას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და რეფორმების გასატარებლად ევროკავშირის აქამდე ცნობილი რეკომენდაციების შესრულებით“. – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g