LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელი: ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავალი ვერ გახდება – საუკეთესო ვარიანტი გაერო იქნებოდა

60
ჟოზეფ ბორელი

„ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავალი ვერ გახდება“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გერმანულ გაზეთ „Frankfurter Allgemeine Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტი გაერო იქნებოდა და მოლაპარაკების შედეგი მხოლოდ უკრაინამ, რუსეთმა და შუამავალმა უნდა განსაზღვრონ.

„ჩვენ არა. რუსები ამას არ მიიღებენ, ისევე როგორც ჩვენ არ მივიღებთ რუსეთს შუამავლად“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, „ჩინეთი ასევე არ არის შესაფერისი, რადგან ის რუსეთისკენ არის მიდრეკილი. თურქეთი კი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. მას კარგი ურთიერთობა აქვს ორივე მხარესთან“.

ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე შეეცდება რუსეთის ეკონომიკის შესუსტებას და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას.

რუსეთიდან გაზის მიწოდებაზე შესაძლო ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით კი ბორელმა აღნიშნა, რომ „გაზი სტრატეგიული პროდუქტია, რადგან ის არა მხოლოდ ენერგიის წყაროა, არამედ ნედლეულიც ნავთობქიმიური მრეწველობისთვის“.

„ახლა ჩვენ გვჭირდება ახალი მომწოდებლების პოვნა.“– განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ჩამონათვალს აქვეყნებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინის 40-მილიარდიან დახმარებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g