ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.
Reuters-ის ცნობით, კანონპროექტს მხარი პალატის 368-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 57-ი წავიდა.
თანხის ნახევარზე მეტი განკუთვნილია უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის.
კონგრესის ქვედა პალატის გადაწყვეტილებამდე, 9 მაისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ ინიციატივას და აღადგინა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის “ლენდ-ლიზის” პროგრამა, რომელმაც ხელი შეეწყო ნაცისტური გერმანიის დამარცხებას.
„ეს პუტინისთვის ძალიან მძიმე განაჩენია” – რა არის „ლენდ-ლიზი“ და რას შეცვლის რუსეთ-უკრაინის ომში