„რუსეთი უკრაინაში სჩადის სამხედრო დანაშაულს, მიზანში იღებს სამოქალაქო პირებს, ადამიანებს აშიმშილებს, კლავს ბავშვებს და მოურიდებლად იტყუება ამის შესახებ“, – განცხადება ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.
მისი თქმით, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი უნდა შეჩერდეს.
„რუსეთის ომი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ უკვე 3 კვირის განმავლობაში გრძელდება. 21 დღეა რუსეთის ბომბავს უკრაინის ქალაქებს, სჩადის სამხედრო დანაშაულს. მიზანში იღებს სამოქალაქო პირებს. ადამიანებს აშიმშილებს. კლავს ბავშვებს და მოურიდებლად იტყუება ამის შესახებ. პუტინის ომი უნდა დასრულდეს,“– განაცხადა ბორელმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
Russia’s war against #Ukraine and it’s people is lasting now for 3 full weeks.
21 days of Russia bombing Ukraine’s cities. Committing war crimes. Targeting civilians. Starving people. Killing children. And shamelessly lying about it. #PutinsWar must stop now. #SaveMariupol
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) March 17, 2022
