პუტინმა ამ ომით საკუთარი დასასრული დააჩქარა, მისი ბლიცკრიგი ჩავარდა, ამას ის არ ელოდა, ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ილუზიების ტყვეობაში ცხოვრობს, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში გამოჩენილმა მწერალმა ბორის აკუნინმა განაცხადა.
ამავე გადაცემაში, ბორის აკუნინი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “პუტინს ეგონა უკრაინაში ყვავილებით დახვდებოდნენ”.
“არ ეგონა, რომ სამყარო ასე გაერთიანდებოდა მათ წინააღმდეგ და დაუწესებდნენ სანქციებს. არ ელოდა, რომ უკრაინელები ასეთი ერთიანები იქნებოდნენ.
გამიზნულად ვიმეორებ პუტინს, რადგან ეს ერთი ადამიანის ომია. მისი უშუალო გარემოცვაც კი, დაზაფრულია და თმას იგლეჯენ, იმიტომ რომ არა, რომ კარგები არიან, არამედ, იმიტომ რომ მილიარდებს კარგავენ და საკუთარ კეთილდღეობას სწირავენ.
ომის გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – რას ამბობს უკრაინის დაზვერვა
ამასთანავე, გახდნენ სამხედრო დამნაშავეები, რაზედაც იციან, რომ მოუწევთ პასუხიგება”, – განაცხადა ბორის აკუნინმა.