LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ბედია: „ახლა ვცდილობ, ჩემი მეორე „მე“ ვიპოვო… თუ ის ვერ ხედავს ან აიგნორებს ჩემს კაცობას, მაშინ ჩემგანაც იგნორს მიიღებს“

227
ბორის ბედია

ჟურნალ „თბილისელების“ რუბრიკის „ზოდიაქოს ნიშნები“ სტუმარი მომღერალი ბორის ბედიაა.

მომღერალი საკუთარი ასტროლოგიური ნიშნის შესახებ საუბრობს და კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ახლა ძიების პროცესშია.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

მორიელი მამაკაცები ადვილად იპყრობენ ქალის გულს, უყვართ მათთვის სიურპრიზების გაკეთება და ამისთვის ფულს არ იშურებენ…

– მხოლოდ ფული არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, ადამიანი მოგეწონოს და მასაც მოეწონო. მორიელობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ფულს იყენებ ქალის გული მოსაგებად. მე მჯერა ზოდიაქოსი, მაგრამ მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგი ასეთია, ზოგი – ისეთი.

რაც შეეხება ქალის გულის ადვილად დაპყრობას, ესეც ინდივიდუალურია. მე მომღერალი ვარ და შეიძლება, ზოგის გული დავიპყრო, ზოგის კი – ვერა. ყველასთვის საყვარელი ვერ იქნები. არც არის საჭირო, ყველას უყვარდე. მთავარია, ვისაც საჭიროა, იმას ვუყვარდე. თუ ვიღაცებს არ ვუყვარვარ, ეს არ არის პრობლემა. მთავარი ერთი რამ არის – შეიძლება, ადამიანი არ გიყვარდეს, მაგრამ ზოგადად, თუ მისთვის კარგის გაკეთება არ შეგიძლია, ცუდი, მით უმეტეს, არ უნდა გაუკეთო.

– ვერ იტანენ უარს და არ მიდიან კომპრომისზე…

– მოდი გულახდილად ვთქვათ, მოგეწონა ადამიანი და მას არ მოეწონე, რა თქმა უნდა, ეს არ გესიამოვნება, მაგრამ როცა ვხვდები, რომ ადამიანს არ მოვწონვარ, მეც აღარ მომწონს, ვკარგავ მის მიმართ ინტერესს. თუ ის ვერ ხედავს ან აიგნორებს ჩემს კაცობას, მაშინ ჩემგანაც იგნორს მიიღებს. ვისაც ვუყვარვარ, მეც მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანს სიკეთეში გავეჯიბრო.

თუ ადამიანი იტყვის, რომ ცხოვრებაში უარი არ მიუღია, ესე იგი, მაგრად იტყუება, მაგრამ უარის გამო არ უნდა დაიბოღმო და არ გაბოროტდე.

მათთვის ცხოვრებაში პირველ ადგილს სექსი იკავებს.

– რა თქმა უნდა, ეს უპირველესი არა, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული პირობაა. ერთ-ერთი იმიტომ, რომ ადამიანთან ურთიერთობას პირდაპირ სექსით ვერ დაიწყებ. ჯერ უნდა გაიცნო, დაუმეგობრდე, მერე მერე მოდის სიყვარული, სექსი და ასე შემდეგ. ამის გარეშე, აბა, როგორ, ცხოველები ხომ არ ვართ?! ადამიანები ვართ. ერთჯერადი ურთიერთობები კი, რა ვიცი, გასართობი ცენტრი ხომ არ არის. კი, როგორ არა, მეც მქონია ერთჯერადი ურთიერთობები, უცხოეთშიც და საქართველოშიც, მაგრამ ასეთი რამეები ჩემთვის უკვე აღარ არის საინტერესო.

ახლა ვცდილობ, ჩემი მეორე „მე“ ვიპოვო, შევხვდე ადამიანს, რომელიც ჩემი თანამგზავრი იქნება. უფრო ოჯახისკენ ვიხრები, მეოჯახე ტიპაჟი ვარ და ამ ასაკში, ჯანსაღ და წმინდა ურთიერთობებს ვანიჭებ უპირატესობას. ყველა ასაკს თავისებური შეხედულებები ახასიათებს. სად 20-25 წლის და სად 35 წლის ადამიანის ფიქრები“, – აღნიშნავს ბორის ბედია.

ბორის ბედიას ინტერვიუს სრულად იხილავთ ჟურნალ „თბილისელების“19-25 აგვისტოს ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები