LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი ამბობს, რომ არანაირი ოფიციალური ხელშეწყობა უკრაინაში მოხალისეების წასვლას არ ექნება: გია ვოლსკი

227
ვოლსკი ჯონსონი

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ არანაირი ოფიციალური ხელშეწყობა უკრაინაში მოხალისეების წასვლას არ ექნება“, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

„ბრიტანეთი არაა მეორე ხაზის ქვეყანა, რომელიც არაა ჩართული ამ დაპირისპირებაში, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა გავაკრიტიკოთ, საკუთარ სიტუაციას უნდა შევხედოთ. სახელმწიფო როცა უწყობს ამას ხელს, ეს პირდაპირ ნიშნავს საომარ მოქმედებებში ჩართულობას, რისგანაც თავს იკავებენ საკმაოდ მძლავრი ქვეყნები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ.

ბორის ჯონსონი: გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g