„დიდი ბრიტანეთი ხელს შეუწყობს უკრაინის ინტერესებს ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე“, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ესტონეთის პრემიერი: პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს
ლოიდ ოსტინი: რუსეთი ჰიპერზებგერითი რაკეტებით ომის მსვლელობას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის დღის მეორე ნახევარში, რათა განმემარტა, თუ როგორ ვიმუშავებ უკრაინის ინტერესების წინსვლაზე ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე ამ კვირაში. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერის გაზრდას ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
