LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი – მესიჯი, რომელიც პუტინს შეუძლია მიიღოს არის შემდეგი: უკრაინა მარტო არ არის

141
borisjohnson-2000x1270-1

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაუჭიროს უკრაინას მხარი მისი „მჩაგვრელი მეზობლის“ წინააღმდეგ.

ჯონსონის თქმით, „ეს მხოლოდ დასაწყისია”.

ზელენსკი: მქონდა სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონთან, მნიშვნელოვანი გარანტიები მივიღე – ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე დაადასტურა, რომ მისმა ქვეყანამ 1000-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირსა და სხვა სუბიექტს ინდივიდუალური სანქციები დაუწესა.

„მესიჯი, რომელიც პუტინს შეუძლია მიიღოს არის შემდეგი: უკრაინა მარტო არ არის. ჩვენ ვდგავართ კიევის, მარიუპოლის, ლვოვისა და დონეცკის ხალხთან ერთად. როგორც პრეზიდენტ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და პუტინი უნდა დამარცხდეს – და ის დამარცხდება კიდეც“, – განაცხადა ჯონსონმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g