ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონი საუბარი გამართეს.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის გაძლიერებისა და პუტინის წარუმატებლობის უზრუნველყოფის ერთგულია ისე, როგორც არასდროს და აღნიშნა, თუ რამდენად მედგრად იბრძვიან უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის”, – ნათქვამია სატელეფონო საუბრის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს დამატებით სამხედრო დახმარებას, რათა უკრაინელებს მიაწოდოს აღჭურვილობა, რომელიც მათ დასაცავად სჭირდებათ. ამასთან, ლიდერებმა გაერო-ს ხელმძღვანელობით მარიუპოლის ევაკუაციის მცდელობის პროგრესი განიხილეს. ასევე, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს შემდგომი ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა შესთავაზა.
