LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონის მეუღლე რუანდაში ვიზიტის დროს სამი ულამაზესი ანსამბლით გამოჩნდა, რომელთა ფასიც ყველას გაგაოცებთ

1041
jonsoni

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მეუღლესთან, ქერი ჯონსონთან ერთად ოფიციალური ვიზიტით რუანდაში იმყოფება. ამ ვიზიტის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა, სწორედ ქერი ჯონსონი გახდა, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ გემოვნებიანი სამოსიც შეიძლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამის  დემონსტრირებისთვის მან მაღალი რანგის შეხვედრები შეარჩია.

მაგალითად აეროპორტში ვიზიტის პირველ დღეს ქერი ბრწყინავდა „ზარას“ ულამაზეს ვარდისფერ პიჯაკსა და შარვალში. მოდის ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ პიჯაკის ღირებულება 79 დოლარია, ხოლო შარვლის, 49. კიდევ უფრო ელეგანტური და დახვეწილი იყო ბორის ჯონსონის მეუღლე ქალთა ორგანიზაციაში სტუმრობისას, სადაც მან  J Crew0-ს ბრენდის ულამაზეს საზაფხულო ქვედაბოლოს ყვითელ ზედა შეუხამა.  გამორჩეულად ლამაზი და დახვეწილი იყო ქერი ჯონსონი პრეზიდენტთან შეხვედრისას, სადაც მან შავი კლასიკური კაბა შეარჩია, რომელიც ულამაზესი სამკაულით იყო გაფორმებული.

დედოფლის იუბილეზე ბორის ჯონსონი მეუღლესთან ერთად, ხელჩაკიდებული მივიდა

ჯილ ბაიდენი და ქერი ჯონსონი ინგლისის პრემიერის ვაჟს სანაპიროზე ართობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები