LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

134
ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე თავის კანდიდატურას წარადგენს, – აღნიშნულის შესახებ მან ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

“NATO-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, – თქვა ჯონსონმა.

ექსპრემიერს მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი მომავალი გენერალური მდივანი იყოს ევროკავშირის მოქალაქე.

მან ასევე აღნიშნა, რომ NATO ახლა “როგორც არასდროს ძლიერია” და მას უახლოეს მომავალში ახალი წევრებიც შეუერთდებიან – შვედეთი და ფინეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები