რამდენიმე წუთის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სამხრეთაფრიკული „საუზერნ კინგსის” შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ეს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრა იყო.
დღეს სამხრეთ აფრიკელები, თვის ბოლოს ექვსი ერის შოტლანდია.
ვიწყებთ: ბორჯღალოსნებს მსოფლიოსთვის ბოლო ტესტები აქვთ
უპირატესობას სტუმრები მატჩის დასაწყისში ფლობდნენ, თუმცა უკვე მე-15 წუთზე ქათველებმაც დალაშქრეს მეტოქის ჩათვლის მოედანი – ეს აფციაურმა გააკეთა და ანგარიში 5-10 გახდა.
მეორე ტაიმში, მატჩის 50-ე წუთზე, „საუზერნ კინგსმა“ სხვაობა კიდევ სამი ქულით გაზარდა, 67-ეზე კი ქართველებმა ლელო დადეს და ანგარიში 10-20 გახდა.
74-ე წუთზე კი ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთაფრიკელთა ჩათვლის მოედანთან მეტოქეს ჯარიმა მიაღებინეს და მსაჯმა ტექნიკული ლელო ჩათვალა – 17-20.
77-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო დაიდო, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა – 24-20.
