LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომ-ბაკურიანის კუკუშკამ მოძრაობა განაახლა [ვიდეო]

286

დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა.

პირველი რეისი დილის 7:15 წუთზე შესრულდა.

კუკუშკით ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, რის გამოც კუკუშკის გადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია ,,GR ბორჯომი – ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები