LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაჭრილი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა

121

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.

თოვლზე კვალის მიხედვით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა. რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს.

ცხოველს სამედიცინო დახმარება ვეტერინარმა აღმოუჩინა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g