LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

133
გზა თოვლი

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები, კერძოდ: ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ლიპყინული და ცუდი მხედველობაა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

პოპულარულები