LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ხეობაში, დაახლოებით, 50-60 ჰექტარი ფართობის ტყე დაიწვა – სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე

124

სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ვარაუდობს, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 50-60 ჰექტარი ფართობის ტყე დაიწვა.

ნათია იორდანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე ტერიტორიების შესწავლა არ დაიწყება, დაზუსტებული მონაცემების თქმა ძალიან რთულია.

დაახლოებით, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ეს 50-60 ჰექტარიც იყოს“, – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს თავად ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა, რომ ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 15 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები