ბორჯომის ხეობაში სახანძრო-სამაშველო სამუშაოები განახლდა. ამ დროის მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება.
როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, განუცხადა, გავრცელების ერთი კერა წაღვერისკენ, მეორე კი უშუალოდ ბორჯომის მიმართულებითაა.
მისივე თქმით, ამ წუთებში ადგილზე ორი ვერტმფრენი მუშაობს. თურქეთიდან ორი ვერტმფრენის ჩამოსვლას უახლოეს საათებში ელოდებიან. ასევე მობილიზებულია 500-მდე ადამიანი.
მინისტრის ინფორმაციით, „დასახლებულ ტერიტორიას ამ წუთში არაფერი ემუქრება“.