თურქეთიდან თვითმფრინავი, რომელიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება, საქართველოში დღის ბოლოს ჩამოფრინდება.
პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თურქეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოში „მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი“ შემოვა.
„დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან – თურქეთის პრემიერ–მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა“, – აღნიშნა პრემიერმა.
სახანძრო თვითმფრინავის გარდა თურქეთიდან ქართული მხარე უახლოეს საათებში ორ ვერტმფრენსაც ელოდება.