LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის მერს პატიმრობა შეეფარდა

134
სასამართლო

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ბორჯომის მერს პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მასთან ერთად პატიმრობა შეეფარდა გიორგი ულუმბეგაშვილსაც.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. როგორც მოსიაშვილმა აღნიშნა, ლიპარტია მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

სიტყვით მიმართა სასამართლოს თავად ლევან ლიპარტიამაც.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდება ქრთამის აღებას ეხება.

„მყავს ორსული მეუღლე. მზად ვარ, ყველანაირი შეზღუდვისთვის, ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. 39 წელია, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია“,- განაცხადა ბრალდებულმა. საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ულუმბეგაშვილის ადვოკატმა აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები