LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის პარკი ტურისტებისთვის დროებით დაიხურა

160

ძლიერი წვიმისა  და ქარის შედეგად ბორჯომის ცენტრალური პარკის დიდი ნაწილი განადგურებულია. ქარმა დაამტვრია ხეები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა შენობები. პარკი ტურისტებისთვის დროებით დაიკეტა.

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ბორჯომში, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი. სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, ბორჯომში გაემგზავრნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ადგილზე ასევე მობილიზებულია საპარტულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები.

 

ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. სამაშველო ოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც ერთი ქალბატონი იმყოფებოდა. დაზარალებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოსახლეობის დასახმარებლად გასულია შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს 170-ზე მეტ შეტყობინებაზე, რომლებიც ყველა რთულ უბანზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დამატებითი სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ.
ამ დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები ბორჯომში სტაბილურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g