LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის პარკში ქართული სიმღერის კონცერტი გაიმართება

1229
აფიშა-ბორჯომი

22 ივლის ქალაქ ბორჯომის ისტორიულ-ცენტრალურ პარკში ქართული სიმღერის კონცერტი გაიმართება.

„ქართული სიმღერა რეგიონებს“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიერ გამოცხადებული კონკურსის „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში“ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია  და მასში მონაწილეობენ მომღერლები აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე, ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, პიანისტები ნინო გულიაშვილი და მარიკა ოსიტაშვილი, კონცერტის წამყვანი კი გახლავთ ნიკოლოზ წულუკიძე.

გამარჯვებული პროექტის ფარგლებში 4 კონცერტი განხორციელდება საქართველოს  სხვადასხვა რეგიონებში.

კონცერტი 19:00 საათზე  დაიწყება, დასწრება თავისუფალია.