ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართულები. მოხალისეთა ჯგუფი იმ ადგილებში მუშაობს, სადაც ხანძრის ნაკლები კერაა.
მოხალისეები ბორჯომში დღეს დილით ჩამოვიდნენ.
როგორც ცნობილია, გუშინ საგანგებო შტაბმა მიმართა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თვითნებური გადაწყვეტილებებისაგან და ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას მეხანძრეებს და მაშველებს.